გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია რომ სამოქმედო გეგმას ვერ აყალიბებს, ამის მიზეზი ისაა, რომ „ომის პარტიისგან“ დამოუკიდებელ სპექტრად ვერ ჩამოყალიბდნენ
ოპოზიციას რომ სამოქმედო გეგმა არც აქამდე ჰქონდა და ვერც ახლა აყალიბებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები „ომის პარტიისგან“ დამოუკიდებელ სპექტრად ვერ ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ომის პარტიაში” პრობლემაა და მათგან დანარჩენი ოპოზიცია რაც უფრო მალე გაიმიჯნება, მით მეტი შანსი ექნებათ, რომ 2024 წლამდე რაღაც რეიტინგი ჰქონდეთ.
“ოპოზიციას გეგმა რომ არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში სერიოზული პრობლემაა, რაც ქვეყნისთვისაც პრობლემაა. ვიდრე საპარლამენტო ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არ გაემიჯნება „ომის პარტიას“, სულ იქნება ცარიელი დღის წესრიგით ან უდღისწესრიგოდ, რადგან „ომის პარტიის“ მიზანი ქვეყანაში არეულობაა. ამ პარტიაში პრობლემაა და მათგან დანარჩენი ოპოზიცია რაც უფრო მალე გაიმიჯნება, მით მეტი შანსი ექნებათ, 2024 წლამდე რაღაც რეიტინგი ჰქონდეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.