მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი საგანგაშო არ არის, რომ ეს მიზეზი გახდეს საზღვარგარეთ მისი გაყვანის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი საგანგაშო არ არის, რომ ეს მიზეზი გახდეს  საზღვარგარეთ მისი გაყვანის.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ოპოზიციის თვითმიზანია.

„რაიმე საგანგაშო ვითარება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რომელიც შეიძლება, საფუძვლად დაედოს მოთხოვნას, ლოგიკურად რამენაირად ახსნას მოთხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს არის, ალბათ, მთავარი ფაქტორი, რომლის ირგვლივაც უნდა გვქონდეს მსჯელობა, როდესაც ვაფასებთ ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად თვითმიზნად იქცა – უცხოეთში გაყვანა, მიუხედავად იმისა, ამის საჭიროება არსებობს თუ არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ამხელს ოპოზიციის რეალურ ჩანაფიქრს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები