ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

მისი თქმით, აშშ ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, რათა წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. საქართველოს მისწრაფებები უეცრად არ განხორციელდება და მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის ან ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები