ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით, ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი
ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
“დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით, ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი.
ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.