დავით ქართველიშვილი: ძირს კოლექტიური “ბერძენიშვილები” – საქართველოს ისტორიის სხეულზე ისინი მხოლოდ შხამიან მუწუკებს წარმოადგენენ

ადამიანი, რომელსაც თავისი “სიმამაცით”, “ჰეროიზმით”, საქართველოში თეთრ ტრაილერზე ამხედრებულს – საკუთარ პოლიტიკურ მეომრებისთვის მეორე სუნთქვის გახსნის ეფექტი უნდა გამოეწვია, დღეს ისევე ფორთხავს საკუთარ დორბლებში, როგორც აგვისტოს ომის დროს. ამიტომაც დაუპირისპირა მას ლევან ბერძენიშვილმა – მართლაც რომ შეუპოვარი მეომარი და სიმამაცის ეტალონი ერეკლე მეორე, ოღონდ “მოღალატისა” და “გასამართლებელი” პოლიტიკოსის რანგში, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილის Youtube არხზე, სახელწოდებით „KVara“ – სთან გაკეთებულ განცხადებაზე. 

„დღეს პოლიტიკურად გაკოტრებულმა სექტამ თვითგადარჩენის საქმეში ლამის უკანასკნელი იარაღი ჩართო, ახალგაზრდა თაობებში საქართველოს იდენტობის, მისი ისტორიის, ქართულ/გენეტიკური მენტალობის ამოძირკვის მიზნით. ეს “საპატიო” ფუნქცია დიდი სიამოვნებით აიღო თავის თავზე ღირსება, კაცობა, ქართველობა აყრილმა ლევან ბერძენიშვილმა – მან საქართველოს ერთ-ერთი სიამაყე, ერეკლე მეორე მოღალატედ გამოაცხადა და მისი საჯაროდ გასამართლება მოითხოვა.

ამ გამიზნულ აქციას აქვს თავისი სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები. ტაქტიკური – სასირცხვილო პერსონაჟად ჩამოყალიბებული, ისტერიკაში ჩავარდნილი, სიმხდალის, ლაჩრობის, არაკაცობის სიმბოლოდ ქცეული ყოფილი მთავარსარდლის თემის გადაფარვის მიზნით. ადამიანი, რომელსაც თავისი “სიმამაცით”, “ჰეროიზმით”, საქართველოში თეთრ ტრაილერზე ამხედრებულს – საკუთარ პოლიტიკურ მეომრებისთვის მეორე სუნთქვის გახსნის ეფექტი უნდა გამოეწვია, დღეს ისევე ფორთხავს საკუთარ დორბლებში, როგორც აგვისტოს ომის დროს. ამიტომაც დაუპირისპირა მას ლევან ბერძენიშვილმა – მართლაც რომ შეუპოვარი მეომარი და სიმამაცის ეტალონი ერეკლე მეორე, ოღონდ “მოღალატისა” და “გასამართლებელი” პოლიტიკოსის რანგში.

ხოლო სტრატეგიული მიზანი ეროვნული სირცხვილის ამ “განთქმული” იდეოლოგის მხრიდან – არის იმ ყველაფერი ქართულის წაშლა, გაუკუღმართება, გადაწერა – რაც ერის ისტორიულ სიქველეს განეკუთვნება, ვინაიდან ეს ყველაფერი ისეთ დისონანსს და გადაულახავ უფსკრულს ხდის მათი სექტის რეალურ შინაარსობრივ სახესთან, რომ ერეკლე მეორის მსგავს მაგალითებზე გაზრდილი თაობები მათ იდენტობა გამოშიგნულ რიგებს ნამდვილად ვერ შეავსებენ და ცისარტყელას ბაირაღებით ხელში მათ სანუკვარ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნებენ. ამიტომ, ძირს ღალატი, არაკაცობა, არაქართველობა – ძირს კოლექტიური “ბერძენიშვილები”. საქართველოს ისტორიის სხეულზე ისინი მხოლოდ შხამიან მუწუკებს წარმოადგენენ, რომლებსაც საქართველო თავისუფლად გაუმკლავდება“, – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები