იაგო ხვიჩია: უნდა მოხდეს პოლიტიკური ველის ცვლილება, რასაც თუ რაიმე გამოიწვევს, გამოიწვევს „ნაცმოძრაობის“ დაშლა

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, თვითონაც ნუ გავლენ აქციაზე, ჯერ უნდა მოვემზადოთ აქციებისთვის, შევიმუშაოთ იდეა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური ველის ცვლილება, რასაც ყველაზე უკეთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გამოიწვევს.

“პოლიტიკურმა კლასმა უარი უნდა თქვას აქციაზე გასვლაზე, თუ ხალხს უნდა გასვლა, გავიდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იდეაზე, თუ რას ვთავაზობთ  ხალხს „ქართული ოცნების“ სანაცვლოდ და ეს უნდა იყოს, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური ველის ცვლილება, რასაც თუ რაიმე გამოიწვევს, გამოიწვევს „ნაცმოძრაობის“ დაშლა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები