კახა კალაძე: კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ

“ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება, თუმცა, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება.

„ძალიან ბევრი სიძულვილის ენა, ბოროტება, თუკი რაიმე ცუდი არსებობს, ამ ადამიანისგან მოდიოდა, რა თქმა უნდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები