ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი – ეს არის, რა თქმა უნდა, გვარამია, მისი პარტია, წინა ხელისუფლება

,,თუ ვინმე ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას გვარამიას და ევროკავშირს შორის, ეს არის უბრალოდ, უსუსური მცდელობა, რომ რაღაცა ფორმით ხელი დააფაროს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, პრინციპულად არასწორი. გვარამია განასახიერებს კორუფციას, რაც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ის განასახიერებს სიძულვილს, ის განასახიერებს ზიზღს, ყველაფერს იმას, რაც ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენაა,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ იქონიებდა გავლენას გვარამიას საქმე საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირი არის კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება, ხოლო გვარამია, მისი პარტია – არის ანტიევროკავშირი.

,,ევროკავშირი არის სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, სამართლის აღსრულება, რაც მოხდა გვარამიასთან მიმართებით. შესაბამისად, თუ ვინმე არის ანტიევროკავშირი – ეს არის, რა თქმა უნდა, გვარამია, მისი პარტია, წინა ხელისუფლება. ეს არის მისი ენჯეოები და ა.შ. ყველაფერი დანარჩენი, სამართლის უზენაესობა, სამართლის აღსრულება არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი. შესაბამისად, ტოლობის ნიშანი აბსოლუტურად არალერევანტულია,‘’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები