,,ექსპო ბათუმი თრეველ 2022-ის” ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუთხე ტურისტული პოტენციალით იქნება წარმოდგენილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 13-დან 15 მაისის ჩათვლით ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა მიმდინარეობს.  ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ექსპო ბათუმი თრეველ 2022″-ის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუთხე ტურისტული პოტენციალით არის წარმოდგენილი. 

მუნიციპალიტეტის მეტი პოპულარიზაციის მიზნით, დამთვალიერებლებს,  ადგილობრივი პროდუქციის, ტურისტული მომსახურებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას 80-მდე  ადგილობრივი და უცხოური კომპანია იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები