ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ილია დარჩიაშვილმა  სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა შეხვედრისას  აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ  მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები