ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა.
უწყების ცნობით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
“იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა, ჯამურად, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედიკამენტების ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/13.05.22.pdf