პრეზიდენტი: ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ – ძალიან პოლიტიკური

დღეს კანდიდატურაზე პასუხი შეტანილია და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის შეგვიძლია, მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ,  უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ – ძალიან პოლიტიკური.

“რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში,რამდენად ვაჩვენებთ საქართველოს იმ სახეს, რომელიც არის, მაგრამ უნდა შევძლოთ ამის გატანა და სხვებმაც დაინახონ. რამდენად მზად ვიქნებით, ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რაც არსებობს ევროპაში და რის გამოც მოგვწონს ევროპა

დღევანდელი მოცემულობაა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე უკრაინის ომიდან და ეს არის შედეგი უკრაინელების გმირული ბრძოლის. ისინი, ჩვენ და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში, ეს მერე სადამდე მივა და როგორ მივა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ გადაწყვეტილება დღეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები