კობა მურადაშვილმა და პაატა ყულიაშვილმა პანტიანის ტბის მიმდებარედ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა, პანტიანის ტბის მიმდებარედ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა დმანისელ ახალგაზრდებთან. მათ გავაცანი მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მიმდინარე პროექტები და აქტივობები და გეგმები. მოვისმინე მათი იდეები და ხედვები, ვიმსჯელეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ,,მერის ახალგაზრდა მრჩეველთა სათათბიროზე”, რომელიც თვრამეტი წევრისგან შედგება და რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის მუშა პროცესებში.

ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია ჩვენი პრიორიტეტია რადგან მათთან ერთად მინდა შევქმნა დმანისის მომავალი”, – ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები