რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მეტწილად ზრუნავს მხოლოდ საკუთარ, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ რეალურად დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლსა და კამპანიას, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეიკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

„როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს N12 დაწესებულებაში, ჩვენ ვნახეთ, რომ მან დაიწყო შიმშილობა, რომელიც თავიდან ვერავინ გაიგო ბოლომდე, თუ რისთვის შიმშილობდა და შემდგომში ვნახეთ, რომ ეს იყო შიმშილობა პატიმრობის წინააღმდეგ. როდესაც დადგა საჭიროება და რისკები მინიმუმამდე დაგვეყვანა, ჩვენ ის გადავიყვანეთ თავიდან გლდანში, შემდგომში კი გორის კლინიკაში. „ნაციონალური მოძრაობა“ მეტწილად ზრუნავს მხოლოდ საკუთარ, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები