“აზოვსტალში” 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა
“აზოვსტალში” კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ბიგვავა, სავარაუდოდ, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მებრძოლი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც ცნობილია, ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია, როდის მოხერხდება მისი გამოსვენება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge