გივი მიქანაძე: სააკაშვილს იუსტიციის სამინისტროს მიერ უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად

მისი ოჯახი და თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სათანადოდ იყოს დაცული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტროს მიერ უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

“მიხეილ სააკაშვილს, როგორც ყველა მსჯავრდებულს თუ ბრალდებულს, იუსტიციის სამინისტროს მიერ უტარდებოდა და უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მისი ოჯახი და თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სათანადოდ იყოს დაცული,” – აღნიშნა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები