ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა დაპოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.

შეხვედრის დასასრულ, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები