დავით მათიკაშვილი: ვინც შეეცდება, ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს

ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში საკუთარი სიცოცხლეც კი, არათუ ქონება, სასწორზე შეაგდო სადისტური მიდრეკილებების მქონე, დანაშაულის ჭაობში მყოფი ნაც. ხელისუფლების დასამარცხებლად, რომელიც სრულიად საქართველოს გამარჯვებით დაასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც შეეცდება, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს.

“თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნის და ერის! ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 90-იანი წლებიდან დაწყებული ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით მდგარიყო! 2011-2012 წლებში საკუთარი სიცოცხლეც კი, არათუ ქონება, სასწორზე შეაგდო სადისტური მიდრეკილებების მქონე, დანაშაულის ჭაობში მყოფი ნაც. ხელისუფლების დასამარცხებლად გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც სრულიად საქართველოს გამარჯვებით დაასრულა! ეს სწორედ ის გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, ამიტომ, უკლებლივ ყველა, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ვინც შეეცდება ეს გამარჯვება და არჩევანი დააკნინოს ან მის უმთავრეს შემოქმედს: ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს”, – წერს მათიკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები