კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
”COVID-19-ზე დადებითი პასუხი მივიღე. მაქვს მსუბუქი სიმპტომები და, ექსპერტების რჩევით, გამოჯანმრთელებამდე ვარ თვითიზოლაციაში”, – დაწერა მან.
გეიტსმა დაწერა, რომ სრულად არის ვაქცინირებული, ასევე, გამაძლიერებელი დოზაც აქვს მიღებული.
მანვე დასძინა, რომ მის მიერ დაარსებული Gates Foundation-ი პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მსოფლიო აღარასოდეს აღმოჩნდეს პანდემიის წინაშე.