ირაკლი ზარქუა: თავდებში ჩადგომას რაც შეეხება, ვიცით, რომ ყველა მანკიერ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს გვერდით უდგას

„ნაციონალური მოძრაობა“ ნუ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ სააკაშვილს, დაიწყოს კვება”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სააკაშვილის თავდებში დგომასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას.

მისი თქმით, ყველა მანკიერ ქცევაში “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს გვერდით უდგას.

„თავდებში ჩადგომას რაც შეეხება, ვიცით, რომ ყველა მანკიერ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს გვერდით უდგას. ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში. მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფენ, რომ მკურნალობის შემდეგ ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები