ალუდა ღუდუშაური: მათ, ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, დღემდე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები

„მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლისა და რეალობის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, მათ არ აქვთ.

ღუდუშაურის თქმით, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა შეურაცხმყოფელია.

„მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლისა და რეალობის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია. თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათ, ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, დღემდე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები. საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს და იმიჯი დაიზიანოს და საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს და უბრალოდ გავჩუმდეთ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები