ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, პირდაპირ გეუბნებით, რომ არის ტყუილი – ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, ეს მავნებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც.
“მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და, საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება. თუ იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.