კარლ ჰარცელი: ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე, მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს

ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის ვარაუდით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებულ პირველ გადაწყვეტილებებს შემდეგ თვეში მოვისმენთ.

“დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე, მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი 2 მაისს გადასცა. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პასუხების მეორე ნაწილი ევროკავშირს ხვალ, 10 მაისს გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები