მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ნანობს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ნანობს.

დეპუტატის თქმით, ის მოწყვეტილია რეალობას.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მეც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ნანობს. ის მოწყვეტილია რეალობას, მას აქ არსებული რეალობის სწორი აღქმა არ გააჩნია. ამას დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინახავს. ამაზე მეტყველებს მისი ყოველი შემდგომი გამოსვლა მისსავე სასამართლო სხდომებზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები