გიორგი ხელაშვილი: რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი არ არსებობს
რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველო დღეს ბევრად უფრო მყარ პოზიციებზე დგას, ვიდრე აქამდე ყოფილა.
“2 წელია, რიგგარეშე არჩევნების შესახებ განცხადებები გვესმის. ეჭვი მაქვს, რომ 2024 წელი დადგეს, არჩევნები ჩატარდეს და მაინც არ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება. რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არ არსებობს. მით უმეტეს, საერთაშორისო მასშტაბით, საქართველო დღეს ბევრად უფრო მყარ პოზიციებზე დგას, ვიდრე აქამდე ყოფილა”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.