თორნიკე რიჟვაძე: ძალიან მალე ბათუმის საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა

ძალიან მალე უკვე ბათუმის საკრებულოს მიეცემა საშუალება, სრულად იფუნქციონიროს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გამოასწორებს იმ ნაკლოვანებას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში იყო.

“საკანონმდებლო ცვლილებები არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საკითხი, რომელიც გამოასწორებს იმ ნაკლოვანებას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში იყო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები