მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი და პრეზიდენტი კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება და რუსეთის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ევროპის ერთიანობა დაამსხვრიოს, უშედეგოა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი და პრეზიდენტი კიევში მიიწვია.

აღნიშნული მიწვევის შესახებ ზელენსკიმ გერმანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მხარეებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ წარსულში მომხდარი უთანხმოება გარკვეულია. შტაინმაიერმა უკრაინის მიმართ საკუთარი სოლიდარობა და პატივისცემა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები