ერაყში ქვიშის ქარიშხლის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, არის დაღუპულიც

ერაყის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში ქვიშის ქარიშხლის შედეგად 5 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ბაღდადში კი ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანები, ძირითადად, სუნთქვის უკმარისობას უჩიოდნენ.

ბაღდადის გარდა, სტიქია შეეხო ან-ნაჯაფის, სალაჰ ად-დინის, ანბარის, დიალასა და ად-დივანიას პროვინციებს.

ექიმები საზოგადოებას სოციალური მედიისა და მეჩეთების საშუალებით მიმართავენ, რომ სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები