სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ ესწრება.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები პროცესზე შუამდგომლობას დააყენებენ, რითაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდება დაავალოს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველები სასამართლოს ასევე წარუდგენენ ექიმთა წერილობით მოსაზრებებს, რეკომენდაციას და მათ მხედველობაში მიღებას მოითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები