“აქციის მონაწილეები შესაძლოა, პარლამენტში შეიჭრნენ” – სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პარლამენტის შენობის დაკავების შესაძლო მცდელობაზე განაცხადა.
„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურმა მიიღო სანდო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ერევანში აქციის ორგანიზატორები აპირებენ, დღეს, ეროვნული ასამბლეის მორიგი სესიის დროს, უკანონო ქმედებების პროვოცირებას და შენობის ხელში ჩაგდების მიზნით, აქციის მონაწილეების წახალისებას, უბიძგონ მათ რაიმე ქმედების განხორციელება და ამ გზით მოახდინონ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაცია, ძირი გამოუთხარონ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს დაეკისრებათ.
ასევე, უწყებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აყვნენ პროვოკაციებს, და თავი შეიკავონ უკანონო ნაბიჯებისგან.
ერევანში დღეს საპროტესტო მსვლელობა ისევ განახლდა. აქციის მონაწილეებმა გზები დაბლოკეს, თუმცა, პოლიციამ მოგვიანებით მათი გათავისუფლება შეძლო.
ასევე, გაგრძელდა აქტივისტების დაკავება, თუმცა, ზუსტი რიცხვი უცნობია.