“სომხეთის ბანკებში 16 ათასამდე ახალი ანგარიში გაიხნა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებისაა” – სომხეთის ცენტრალური ბანკი

სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, მარტინ გალსტიანის განცხადებით, ქვეყნის ბანკებში ბოლო დროს 16 ათასმა არარეზიდენტმა ახალი ანგარიში გახსნა, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე თქვა.

გალსტიანის თქმით, არარეზიდენტები ყოველთვის უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, რაც მსოფლიო პრაქტიკას წარმოადგენს.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სომხეთის საბანკო სისტემა ძალიან კარგად მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ დაცულია ყველა საერთაშორისო ნორმა.

„ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნორმებს ექვემდებარებიან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, არამედ – სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მათი ეკონომიკური ინტერესების ცენტრი სომხეთში გადადის, და აქვთ შესაძლებლობა გახსნან ანგარიშები სომხეთის კომერციულ ბანკებში. ასეთი კლიენტების რაოდენობა, თუ არ ვცდები, ამ დროისთვის დაახლოებით 16 000-ია“, – განაცხადა მარტინ გალსტიანმა და დასძინა, რომ ამ ახალი კლიენტების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები