თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს, 4 მაისს გამოაცხადებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მისივე ბიუროს წარმომადგენელი თამთა თოდაძე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.