რომან გოცირიძე: ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კითხვარის პასუხები უნდა გასაჯაროვდეს, რადგან მთელმა ქვეყანამ იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი.
„მოგვიწევს სერიოზული მუშაობა და, პირველ ყოვლისა, ეს ეხება იმ გახმაურებულ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. რაც შეეხება კითხვარის შინაარსს, მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით“, – აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.