სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრებს გამართავს როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.