რატი ბრეგაძე: პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს

 

მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს.

„არსებობს გარკვეული მიზანმიმართული კამპანია და კიდევ ერთხელ გაიჟღერა ტერმინმა „ფატალური შედეგი“. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა, და ბუნებრივია, ეს მომავალშიც ასე იქნება, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე – თითოეულ მათგანს ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება ეწევა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობაც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს. ასევე, მოითხოვენ მითითებას, რომ, განჩინებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები