სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურიდან დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს

 

თბილისის საქალაქო სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.

მოსამართლე ნინო ელიეშვილის განცხადებით, ასევე მოითხოვენ მითითებას, რომ განჩინებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება. მოსამართლის განმარტებით, პატიმარ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე მსჯელობისას სასამართლოს გარკვეული საფუძვლები უნდა ჰქონდეს, რისთვისაც საქმის განხილვამდე, ინფორმაციის გამოთხოვნაა საჭირო.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის გადაიდო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები