საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს “ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შედგება.
ბერლინში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.