ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ – ოპოზიციამ გზები გადაკეტა

ერევანში დილიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია განახლდა. ქუჩაში გასული მოქალაქეები პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად, აქციის მონაწილეებს 14 ქუჩა აქვთ ბლოკირებული.

“ინტერფაქსის” ინფორმაციით, ოპოზიციამ ქალაქის მთავარი გამზირები და ქუჩები გადაკეტა, პოლიცია ქუჩების განბლოკვას ცდილობს და აქტივისტებს აკავებს.

ქუჩების ნაწილში ძალოვანებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება აიძულეს.

ორგანიზატორების თქმით, დღეს დაგეგმილია ქალაქის სატრანსპორტო მიმოსვლის მთლიანი პარალიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები