იაპონიის ელჩი ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

27-28 აპრილს იაპონიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი იმამურა აკირა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა გახსნა პროექტი „ნარჩენების შემგროვებელი მანქანის შეძენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის“, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 56,000 დოლარის ღირებულების ნარჩენების შემგროვებელი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორგანიზაციების საქმიანობა და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები განიხილეს.

ელჩი იმამურა, ასევე, ეწვია სომხურ და ქართულ ეკლესიებს და შეხვდა სასულიერო პირებს.  მოგვიანებით კი, ახალქალაქის მერსა და მოადგილეებთან ერთად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულა, სადაც მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები