საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.