დავით შერაზადიშვილი სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსსა და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გზები შეჯერდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები