ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 500 მეტრიან მონაკვეთზე, ძველი, ამორტიზებული მილები, ახალი, 800 მმ-იანი მაღალი წნევის მილებით ჩანაცვლდება. აღნიშნული სისტემა კი №3 გადამქაჩ სადგურს დაუკავშირდება.

მიმდინარე სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ, მერიის შესაბამის სამსახურებთან, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების”, ასევე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები