მაია სანდუ მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ქართველ ხალს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ განცხადება მაია სანდუმ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე მოლდოვაში განვითარებულ უახლეს მოვლენებზე.

მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში, მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადე”, – წერს მაია სანდუ “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები