პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში საჯარო დისკუსია “უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” გაიმართა

პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია “უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ტრისტან მასატიმ, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა – ბექა ფერაძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა – ელგუჯა მელაძემ.თითოეული უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პროგრესზე, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა უბედური შემთხვევების შემცირებულ მაჩვენებლებზე და ხაზი გაუსვა უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობის მნიშვნელობას საქართველოში

. “28 აპრილი ინიცირებული გახლავთ როგორც ხსოვნის დღე სამუშაო ადგილებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის დღე და ბუნებრივია ეს გარკვეულწილად გახლავთ რევიზია იმისა, რომ გავერკვეთ რა ნიუანსებია, რა არის შესაცვლელი იმასთან დაკავშირებით, რომ შრომა იყოს უსაფრთხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები