საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“-ს გავლით, სომხეთიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 110 027 ლარის საბაჟო ღირებულების 631 გრამი პალადიუმისგან დამზადებული ნაკეთობები.

საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი საქონელი, სასამართლოს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულ იქნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები