ენტონი ბლინკენი: ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით

ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვას, რომელიც საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით რუსეთის აგრესიას და საფრთხეებს შეეხებოდა.

ენტონი ბლინკენის თქმით, საქართველო და მოლდოვა მოწყვლად მდგომარეობაში არიან, თუმცა, აშშ ამ ორი ქვეყნის მხარდასაჭერად შესაბამის ნაბიჯს დგამს.

“საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას. ისინი ნამდვილად მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათთან ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თქვენ წინაშეა წარდგენილი, რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების, ეკონომიკური სტაბილიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ვცდილობთ გავაერთიანოთ მათი ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან.

ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით”, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები