შარლ მიშელი – „გაზპრომის“ გადაწყვეტილება გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია
„გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსული ენერგიის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას მხარს დაუჭერს.
„ „გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია. ჩვენ ვიქნებით ერთიანები და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ რუსული ენერგიის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტისას“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.