მაკრონს პომიდორი ესროლეს (ვიდეო)
საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულ ემანუელ მაკრონს პომიდორი ესროლეს.
მაკრონი დღეს პარიზის მახლობლად მდებარე, სურჟის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ქუჩაში ადგილობრივებთან გასაუბრება გადაწყვიტა.
ამ დროს უცნობმა პირებმა მას პომიდვრები დაუშინეს.
პრეზიდენტის დაცვამ მაშინვე ქოლგა გახსნეს, რის შედეგადაც არცერთი პომიდორი ქვეყნის პირველ პირს არ მოხვდა.