ბოლნისის საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები ახალ შენობაში გადავიდა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ სოსო კოპალეიშვილთან ერთად ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები მოინახულა და მათ,  წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცა.

აღნიშნული ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო შენობაში ფუნქციონირებდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით,ყოფილი სამოქალაქო რეესტრის შენობას  სარეაბილიტაციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოები ჩაუტარდა. შედეგად  როგორც თანამშრომელთა, ასევე მკითხველთა მომსახურების პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა.

არსებული ინფორმაციით, ორივე ბიბლიოთეკაში დასაქმებულია 20-ზე მეტი თანამშრომელი.

,,ბოლნისის ორი ბიბლიოთეკა ახალ მისამართზე გადავიდა. საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო  გარემოში  ფუნქციონირებდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, გამოიძებნა ახალი შენობა, რომლის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ.

დღეს ახალი საბიბლიოთეკო სივრცე მოვინახულე და წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორივე ბიბლიოთეკას საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადავეცი, რითაც წიგნადი ფონდი კიდევ უფრო შეივსება. სწორედ წიგნიერი და ერუდირებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები