ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ინდონეზიაში ნოემბერში ჩატარდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიწვევა ინდონეზიელ კოლეგასგან, ჯოკო ვიდოდოსგან მიიღო.
„მოლაპარაკება მქონდა ინდონეზიის პრეზიდენტთან, ჯოკო ვიდოდოსთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, გაერო-ში მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. მადლობელი ვარ G20-ის სამიტში მიწვევისთვის“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.